საზოგადოება
ვალეს საბაჟოზე მიმოსვლა თითქმის აღარ ხდება
ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე 22 თებერვლიდან მოძრაობა შეიზღუდა.

თურქულმა მხარემ ჯერ ირანთან ჩაკეტა საზღვარი და ირანის მოქალაქეებას და ირანში მყოფ მგზავრებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.

ხოლო მას შემდეგ, რაც კორონავირუსი საქართველოშიც დაფიქსირდა, მოძრაობა ამ მხრივაც შეიზღუდა.

ქართველი მებაჟეები პირბადეებითა და სპეცეკიპირებით ამოწმებენ თურქეთიდან შემოსულ ყველა მანქანასა და მგზავრს.

ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

ტაქსის მძღოლები, ბენზინგასამართი სადგურისა და კაფე-მარკეტის თანამშრომლები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო საბაჟოზე თითქმის აღარავინ მოძრაობს.

არსენა აფრიამაშვილის თქმით, კორონავირუსის გამო გამკაცრებულია მიმოსვლა თურქეთთან, რის გამოც მეზობელ ქვეყანაში აიდი ბარათით შესვლა შეზღუდულია და მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით არის ნებადართული.

| Print |