საზოგადოება
ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა
28 თებერვალს, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი დავით სუხიაშვილი.

ინფორმაციას ამის შესახებ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა ავრცელებს.

,,ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ჩვენი საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი დავით სუხიაშვილი.

ბატონი დავითი ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი კლინიკისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

უაღრესად რთული იქნება მის გარეშე გატარებული ყოველი დღე თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის... ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას,"
- ნათქვამია კლინიკის გვარდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოჯახი რამდენიმე წლის წინ, ადიგენიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა.

2016 წლის 24 ივნისს, თბილისში, სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას, 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

ბატონ დავითს შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გული აწუხებდა. იგი ისრაელში ინფარქტით გარდაიცვალა.

tv9news.ge თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას, პაციენტებს და გარდაცვლილის ოჯახს.
| Print |