საზოგადოება
როდის შეკეთდება ახალციხეში დაზიანებული გზები?

 

ახალციხეში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები ამორტიზებულია. გზის საფარს ორმული შეკეთება სჭირდება. მოსახლეობა, განსაკუთრებით მძღოლები ჩივიან, რომ, კეცხოველისა და იაძის ქუჩებზე გადაადგილება უჭირთ.

„წყლის მილი იყო დაზიანებული, გათხარეს, შეაკეთეს და დატოვეს ასე. მას შემდეგ 2-3 თვე გავიდა. ისეთ ადგილზეა ორმოები, მანქანით გვერდსაც ვერ აუქცევ. ყველა შემთხვევაში უნდა ჩაარტყა. რად უნდა ამის შეკეთებას რამდენიმე თვე“, - ამბობენ მოქალაქეები.
კეცხოველის ქუჩა

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ ადგილებზე მიწისქვეშა სამუშაოები „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შეასრულა. კომპანიას აქვს ვალდებულება, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიას პირვანდელი სახე დაუბრუნოს. თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ორმული შეკეთება ჰაერის ტემპერატურის მომატებამდე ვერ მოხერხსდება, რადგან აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ზამთარში შეუძლებელია.

„როგორც კი ამინდები გამოვა, დაზიანებულ ადგილებზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ასფალტს დააგებს“, - გვითხრეს მერიაში.

 

| Print |