საზოგადოება
110 ათასი ლარი მარიამის გადასარჩენად
ასპინძელი მარიამ ოთანაძის დასახმარებლად ერთ საათში 110 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, “სხვა ნანუკას” შოუში მარიამ ოთანაძე და მისი დედა ოთხ მარტს, საღამოს იმყოფებოდნენ. პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გოგონას თბილისში 50 კვადრატული ბინა აჩუქა.
22 წლის მარიამ ოთანაძეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს. მას თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. მას კვირაში სამჯერ, ხუთი სააათის განმავლობაში, დიალეზის გადასხმა უტარდება.
ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი.
მარიამი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევიდანაა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის და როგორც თავად ამბობს, იმდენად ცუდად იყო, რომ მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩავიდა.
მისი დიაგნოზია: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, გოგონას ორივე თირკმელი გათიშული აქვს, სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, თირკმლის გადანერგვა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
თიბისი ბანკი /TBC Bank – GE46TB7414645061100083
საქართველოს ბანკი/Bank of Georgia – GE42BG0000000131130183
ლიბერთი ბანკი/Liberty bank – GE32LB0711119671868000
მიმღები მარიამი ოთანაძე
საკონტაქტო პირი – 599 26-18-70 მარიამის ძმა (გიორგი ოთანაძე)
გააზიარეთ :