საზოგადოება
110 ათასი ლარი მარიამის გადასარჩენად
ასპინძელი მარიამ ოთანაძის დასახმარებლად ერთ საათში 110 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. 

ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, “სხვა ნანუკას” შოუში მარიამ ოთანაძე და მისი დედა ოთხ მარტს, საღამოს იმყოფებოდნენ. პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გოგონას თბილისში 50 კვადრატული ბინა აჩუქა.

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს. მას თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და. მას კვი­რა­ში სამ­ჯერ, ხუთი სა­ა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ა­ლე­ზის გა­დას­ხმა უტარ­დე­ბა.

ოთა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს ცოტა ხნის წინ მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. გო­გო­ნას მამამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი.

მარიამი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევიდანაა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის და როგორც თავად ამბობს, იმდენად ცუდად იყო, რომ მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩავიდა.

მისი დიაგნოზია: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, გოგონას ორივე თირკმელი გათიშული აქვს, სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, თირკმლის გადანერგვა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

თი­ბი­სი ბან­კი /TBC Bank – GE46TB7414645061100083

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი/Bank of Georgia – GE42BG0000000131130183

ლი­ბერ­თი ბან­კი/Liberty bank – GE32LB0711119671868000

მიმ­ღე­ბი მა­რი­ა­მი ოთა­ნა­ძე

სა­კონ­ტაქ­ტო პირი – 599 26-18-70 მა­რი­ა­მის ძმა (გი­ორ­გი ოთა­ნა­ძე)
| Print |