საზოგადოება
ახალციხელ გიორგი გოგოლაძეს საზოგადოების თანადგომა ესაჭიროება
გიორგი გოგოლაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. ახალციხელი ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად თითოეულ ლარსაც მნიშვნელობა აქვს. გიორგის მეგობრებმა და ახლობლებმა ფეისბუქში სპეციალური ჯგუფი შექმნეს, რათა საჭირო თანხა დროულად შეუგროვონ.

,,გიორგის აქვს თავის ტვინში, კერძოდ ვაროლისხიდში ჰემანგიომა.  ორი თვის წინ გაუსკდა კაპილარი და დაემართა ჰემორაგიული ინსულტი, რომელმაც დააზიანა სამწვერა ნერვი, მხედველობის, კოორდინაციის, გემოვნების ცენტრები. ცოტა ხნის შემდეგ სიარული დაიწყო და მხედველობაც ნელ-ნელა აღდგა, თუმცა ბოლომდე ვერა. სამწუხაროდ, გემოს ისევ ვერ გრძნობს და გაბუჟებული აქვს სახის ნახევარი. პარალელურად აქვს თანდაყოლილი მემკვიდრული დაავადება ,,ხმელთაშუა ზღვის ცხელება'' რომელსაც მუდმივად ვებრძვით. შეტევების ფონზე აქვს გაუსაძლისი ტკივილი და თავბრუსხვევა და კიდევ უამრავი სიმპტომი. დიდია რისკი იმის, რომ სიმსივნური უჯრედები გადაგვარდეს და გარდაიქმნას ავთვისებიან სიმსივნედ. ვინაიდან ოპერაციას არ გვიფინანსებს სახელმწიფო, ყველა ღონეს მივმართავთ რომ ასეთ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილეს ადამიანს მოვუგროვოთ ოპერაციის თანხა".

გიორგის დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში  წერია, რომ მისი ანალიზები  ყველა ქვეყანაში გაიგზავნა, სადაც წარმატებით კეთდება ემსგავსი ოპერაცია.

გერმანიაში ოპერაციის ჩასატარებლად  და სარეაბილიტაციო ხარჯებისთვის 20 000 € საჭირო.

ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და ახლა საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. თითოეული ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. 

თიბისი GE80TB7744145061100068
მიმღები ნინო პაპიაშვილი.
| Print |