საზოგადოება
12 მარტამდე მზიანი ამინდები შენარჩუნდება
10 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 22 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო
9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
ახალციხეში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-12 მარტს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
შაბათი: დღისით 0, ღამით +12;
კვირა: დღისით 0, ღამით +13;
ორშაბათი: დღისით 0, ღამით +17;
სამშაბათი: დღისით +1, ღამით +18;
ოთხშაბათი: დღისით +3, ღამით +18;
ხუთშაბათი: დღისით +2, ღამით + 16
გააზიარეთ :