საზოგადოება
ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს
ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემიდან ფეკალური მასები აღარ ამოდის. დაზიანებული ცენტრალური მილი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ჯგუფმა დღეს, ექვს მარტს შეაკეთა. რეგიონული მენეჯერის თქმით, შეისწავლეს დატბორილი ტერიტორია და საკანალიზაციო ჭიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ტომარა ამოიღეს.

„დავასრულეთ სამუშაოები. გაბიდნული იყო ცენტრალური მაგისტრალის გვერდიდან მიერთებული ერთ-ერთი მილი, ტომრით ნაგავი იყო ჩაგდებული საკანალიზაციო ჭაში, ახლა კანალიზაცია სრულიად გაიწმინდა“, - გვითხრა ბესიკ ფილაურმა.

შეგახსენებთ, რომ სტადიონის მიმდებარედ, დაახლოებით ერთი კვირაა კანალიზაციის წყალი მოედინება. გზაზე, სადაც მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან, ფეკალური მასები ამოდიოდა. ტერიტორიაზე ანტისანიტარია და შემაწუხებელი სუნი იყო. 

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ", დაზიანებული მილის შესახებ, ტელეკომპანია „მეცხრე არხისგან“ შეიტყო. 

ამავე თემაზე: 

ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია კანალიზაციის წყლით იტბორება
| Print |