საზოგადოება
,,ეს კავკასიური ტრადიციაა" - განძაში გოგოს მოტაცების ფაქტზე საუბრობენ
ნინოწმინდის სოფელ განძაში 19 წლის გოგოს გამტაცებლის დაპატიმრებას არ ითხოვენ.

გატაცებული პადოლიანის მამა ამბობს, რომ რადგან შვილი უკვე სახლშია, ახვერდიანების ოჯახთან პრეტენზია არ აქვს.

არუთ პადოლიანი tv9news.ge -სთან ამბობს, რომ შვილის სატელეფონო ზარის შემდეგ, 112-ში თავად დარეკა.

პადოლიანებიც და ახვერდიანებიც განძაში ცხოვრობენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ახვერდიანები საცხოვრებლად სოფელ საღამოში გადავიდნენ.

29 წლის დაკავებული ბიჭის მამა ამბობს, რომ მისი შვილი შეყვარებული იყო და ცოლის მოყვანას ჯერ კიდევ შარშან აპირებდა.

სოფელში ორივე ოჯახს ახასიათებენ როგორც შრომისმოყვარესა და ,,კარგ ხალხს“.

განძაში ,,კავკასიელთა ტრადიციაზეც“ საუბრობენ, სადაც გოგოს მოტაცება ცოლის მოყვანის მიზნით არათუ დანაშაულად, არამედ ვაჟკაცობადაც ითვლებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

| Print |