საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა

 

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე ზაზა მეტონიძე ჩაანაცვლა.

საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მალხაზ გეწაძე დაიბადა 1979 წელს. 2018 წლის 4 ივნისიდან იკავებდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურორის პოსტს. 

"მალხაზ გეწაძემ კარიერა დაიწყო 2001 წელს თერჯოლის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად (2001-2002 წ.წ.), ხოლო 2002-დან 2006 წლამდე თერჯოლის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნად. 2006 წელს ასევე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი და ამავე წელს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი; 2006-2007 წლებში კი ეკავა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2009-2012 წლებში იყო სს „ხვისტანი და კომპანიაში“ ადვოკატი, 2012-2013 წლებში კი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. 2013-2015 წლებში მან კარიერა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში და ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოში პროკურორად; 2015-2016 წლებში ეკავა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის პოზიცია; 2016-2018 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონულ პროკურორად". 

ფლობს რუსულ ენას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

ამ ცვლილების გარდა, თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.

"საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ", - აცხადებენ უწყებაში.

 

| Print |