საზოგადოება
თურქეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოჯას თქმით, ტესტის შედეგები გუშინ საღამოს მოვიდა. პაციენტს პირველ ინფიცირებულთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა.
| Print |