საზოგადოება
საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, მთაში შესაძლოა, ითოვოს

 

დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 15 მარტს გამოიდარებს, მაგრამ 16 მარტიდან საქართველოში კვლავ არამგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

„დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება
“, - აცხადებს გვაზავა.

რაც შეეხება ახალციხეს - დღეს, 14 მარტს ღრუბლიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ხვალ, 15 მარტს. 17 მარტიდან კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაეცემა.

| Print |