საზოგადოება
საქართელოში თოვს
დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მოთოვა. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, დღეიდან საქართველოში არამგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

წუხელ მოთოვა სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან რაიონებში. ახალციხეში დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსია. ხვალიდან კი სინოპტიკოსების ვარაუდით, -2
გრადუსამდე დაეცემა. ითოვებს 17 მარტსაც. 

ფოტოები: ფეისბუკ გვერდი - ხეოთი
| Print |