საზოგადოება
კორონავირუსის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
კორონავირუსის პანდემიის გამო, სომხეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო.

ფაშიანის ბრძანებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და სპეციალური რეჟიმი 16 აპრილამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება.
| Print |
თეგები: სომხეთი /