საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესახებ ფლაერები დაურიგეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგელებს, კორონავირუსის შესახებ სომხურენოვანი ფლაერები დაურიგეს. საინფორმაციო ბროშურები სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მოადგილეებთან, ახალციხის მერთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში და ობიექტებში გადასცა. ბროშურაში რეკომენდაციები, სიმპტომები და თავის დაცვის გზებია მოცემული.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მასალის გავრცელებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეიდან უზრუნველყოფენ.

| Print |