საზოგადოება
პენსიის რიგებს მოხალისეები დაარეგულირებენ
ბანკებთან და ბანკომატებთან პენსიონერების რიგებს, მოხალისეები არეგულირებენ. რეკომენდაცია მუნიციპალიტეტების მერიებმა მარტის თვეში გაცემული პენსიის წინ მიიღეს. იმის გამო, რომ პენსიონერები კორონავირუსით დაინფიცირების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, ჯანდაცვის უწყებები მათ ურჩევენ, რომ თავშეყრის ადგილებს მოერიდონ, ან დაიცვან ერთმეტრიანი დისტანცია.

„პენსიის აღების დროს კორონავირუსის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 1 მეტრი დისტანციის დაცვა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხდება საპენსიო და სოციალური გაცემის მაქსიმალური გაშლა მომსახურების რაც შეიძლება მეტ წერტილსა და ბანკომატში. პენსიონერებს და სოციალურის მიმღებ ბენეფიციარებს ყველა მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ ლიბერთის ბანკომატიდან თანხის გატანა შეუძლია ნებისმიერ დროს
“, წერია მტავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარის გუბერნატორის თქმით, პენსიის გაცემის დღეებში ეს პრობლემა შეიქმნა ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთში რიგებს მერიის თანამშრომლები და მმართველი პარტიის აქტივისტები არეგულირებენ.

| Print |