საზოგადოება
„ახალციხეში ტრანსპორტი ჩვეულებრივ იმოძრავებს“ - გადამყვანი კომპანია
ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს - ამის შესახებ შპს „ჯეოტივის“ დირექტორმა "მეცხრე ართან" განაცხადა. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, არ შეზღუდულა საქალაქთაშორისო და არც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.

„ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, მეც ამ წუთას თბილისიდან ახალციხეში ვბრუნდები. დაწესებული არ არის ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან შეჩერება. თუ მოქალაქეები დაიცავენ ჰიგიენურ პირობებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშეზღუდვის არანაირ საჭიროებას არ ვხედავ“. ნუგზარ მამუკაშვილი ირწმუნება, რომ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
| Print |