საზოგადოება
"ახალციხის ციხე" დაიკეტა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაცია მუშაობას 18 მარტიდან პირველ აპრილამდე აჩერებს. დაკეტვა მოუწევთ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებსაც.

"ხვალ გვექნება მოლაპარაკება და ვეტყვით, რომ უნდა გაჩერდნენ და სავარაუდოდ, ამ დროის იჯარის თანხას არ გადავახდევინებთ. ქვედა, ღია ნაწილში დაცვა და დამლაგებლები იქნებიან, ზედა ნაწილს კი დაცვის პოლიცია გააკონტროლებს.ეხს ელისუფლების რეკომენდაციაა, დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პირველ აპრილამდე შევაჩეროთ. ბოლოს ტურისტების რაოდენობამ ძალიან დაიკლო", - გვითხრა დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

გაცილებით ადრე დაიკეტა კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი.
| Print |