საზოგადოება
ახალციხის უფასო სასადილოს ხანდაზმულ ბენეფიციარებს სადილს სახლში მიუტანენ

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“ საკვების გაცემის ახალი წესი ამოქმედდა. ახალციხის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა სპეციალური კონტეინერებით მიეწოდებათ.

„სახალციხის უფასო სასადილოს 190 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 31 მათგანი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცია. მათთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის თანამშრომლები და მოხალისეების ჯგუფი, ყოველდღიურად უზრუნველყოფენ.

 

| Print |