საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სამივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები მოქმედებს

 

კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ რეგულაციები ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს და კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, "საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების შესაბამისად, ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე.

რაც შეეხება იმპორტს - მოხდება ავტომანქანის მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს. ხოლო ის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, დაექვემდებარება უკან დაბრუნებას ასევე განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

ტრაილერებს დეზინფექცია უტარდებათ სამცხე-ჯავახეთში არსებულ სამივე საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მხარის რწმუნებულის განცხადებით, შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზიტული ტვირთის და სურსათის შემოტანა. ვალეს, კარწახის და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტების გავლით, სომხეთში და თურქეთში გადასვლა მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან შემოსვლას დაუბრკოლებლად ახერხებენ საქართველოს მოქალაქეები.

| Print |