საზოგადოება
სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

"ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა,სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა იყოს დახურული", - შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინსიტრაციაში პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

მისი თქმით, ახალა უკვე გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და დამატებითი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება დგას. ამის გარდა, პრემიერის განცხადებით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მთავრობის ადმინსიტრაციაში სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

 

| Print |