საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში დამატებით, სამი საკარანტინე ზონა მოეწყო

 

იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობის ზრდის გამო, სამცხე-ჯავახეთში დამატებით, სამი საკარანტინო სივრცე მოეწყო. აბასთუმნის ფილტვის ცენტრის გარდა, მოქალაქეები განათავსეს ახალციხის ერთ და ბაკურიანის ორ სასტუმროში. ოთხივე ობიექტში ორკვირიან კარანტინს დღეისთვის 247 კაცი გადის.

ამ ეტაპზე რეგიონს 330 იზოლირებული ნომერი აქვს. სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მეტის საჭიროება ჯერ არ არის. აპარატის უფროსის თქმით, რეზერვში კიდევ 150-მდე ოთახია.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სასტუმროებისგან მზაობა არის და საჭიროების შემთხვევაში იქ შევიყვანთ ხალხს. ნინოწმინდასა და ახალქალაქში შესაბამისი პირობებით ფართი ვერ მოიძებნა, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ „ნინოწმინდისა“ და „კარწახის“ გავლით შემოსული მოქალაქეების სხვა რეგიონებში გადაყვანას ჯობდა, სამცხე-ჯავახეთშივე დარჩენილიყვნენ“, - გვითრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა. გიორგი მიქელაძის თქმით, კარანტინში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს, რაიმე სახის სიმპტომი არც ერთს აღენიშნება.

მიქელაძის თქმით, რამდენიმე სასტუმროსთან შეთანხმება მიღწეულია და საჭიროების შემთხვევაში კარანტინში მყოფ პირებს იქ განათავსებენ.

 

| Print |