საზოგადოება
ღიად გეტყვით, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე არის საუბარი - ივანე მაჭავარიანი
ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ კრიზისი, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, შეამსუბუქოს.

„ამ პერიოდში საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკიდურესად გაუჭირდებათ ცხოვრება, იმიტომ რომ ან სამსახური დაკარგა დროებით, ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა. ამიტომ, როდესაც კრიზისულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და დღესაც, ამ შეხვედრის მერე უნდა გადავაწყოთ ბიუჯეტი ამ სულისკვეთებით, რომ პერიოდში, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, რა შეიძლება სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას. არის სხვადასხვა ვარიანტები.

არის მეორე ნაწილი ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რომ მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“,-
განაცხადა მაჭავარიანმა.
| Print |