საზოგადოება
შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს, რადგან რიგებშიც მაღალია ინფიცირების რისკი - მაია ცქიტიშვილი
„შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელი პროდუქციის მომარაგებაში შეფერხება არ არის.

„თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებლიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასა და სხვა საჭირო, აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში, არ გვაქვს არანაირი შეფერხება მომარაგებაში და ეს გაგრძელდება კვლავ. ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს ერთგვარი ნდობა მთავრობის მიმართ. თქვენ არაერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება, მაშინვე ივსება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
| Print |