საზოგადოება
„პენსიის რიგი კონტროლდება“ - ახალციხის მერია

 

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ „ლიბერთი ბანკთან“ ხალხის რიგს როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცულია და ბანკთან ხალხმრავლობა პრობლემას არ წარმოადგენს.

„მიმდებარე ტერიტორიაზე მონიშნულია ადგილები, სადაც მოქალაქეები უნდა დადგნენ. პოლიცია და ბანკის თანამშრომლები მუდმივად აკონტროლებენ მდგომარეობას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხდება მონიტორინგი“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

კარანტინის რეჟიმისა და შეზღუდვების მიუხედავად, ორი დღეა ახალციხეში, „ლიბერთი ბანკის“ ოფისთან ხალხმრავლობაა. პენსიის რიგის დარეგულირების რეკომენდაცია, სამხარეო ადმინისტრაციამ თვითმმართველობას მისცა.

 

| Print |
თეგები: პენსიის რიგი /