საზოგადოება
ყვითელი წრეები ორმეტრიანი დისტანციისთვის - ახალციხეში მოქალაქეებისთვის მონიშვნები გააკეთეს
ახალციხის ცენტრალურ ქუჩების ასფალტზე ყვითელი ფერის მონიშვნები გაჩნდა. ორი მეტრის დისტანციით დახატული წრეები მოქალაქეებს მიუთითებს, სად უდა დადგნენ ხალხმრავალი რიგის დროს. მონიშვნები დღეს, 31 მარტს სამხატვრო სკოლის ორმა პედაგოგმა დახატა. ზურა ინასარიძეს და ლელა ფერაძეს თან მერიის წარმომადგენელი ახლდა. 

ოცსანტიმეტრიანი წრეები ძირითადად, ბანკომატებთან, აფთიაქებთან და ბანკებთან შეგხვდებათ. მოხატვის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ზურა ინასარიძემ გამოაქვეყნა.

„მერიიდან გვთხოვეს, რომ დისტანციის აღმნიშვნელი რამე ნიშნულები გაგვეკეთბინა იმ ობიექტების წინ, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროსაც მუშაობენ და ბევრ ხალხს ემსახურებიან. ფერი მკვეთრი რომ ყოფილიყო, ყვითელი ავარჩიეთ. „ლიბერთი“ ბანკიდან დავიწყეთ და „კრედომდე“ ჩავედით. ზოგიერთ ადგილას ისრებიც გავაკეთეთ“,
- გვითხრა სამხატვრო სკოლის პედაგოგმა ზურა ინასარიძემ.

| Print |