საზოგადოება
ახალციხეში გაჭირვებულ ოჯახებს ახალგაზრდა მოხალისეები ეხმარებიან
უკვე რამდენიმე დღეა ახლაციხეში, ახალგაზდების ინიციატივით, საქველმოქმედო ხასითის აქცია იმართება. აქციის ფარგლებში, მოხალისეები შეჭირვებულ ოჯახებს, საკვები პროდუქტებითა და სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ნივთებით ეხმარებიან.

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ აქციაში -იქნება ეს ფულადი შემოწირულობა თუ მოხალისეობა. ჩვენ დავდივართ ოჯახებში, სადაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც უკიდურესად რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. მახარებს, რომ მცირედით მაიმც მოვახერხეთ ამ ოჯახების გაბედნიერება. ეს არის პატარა ნაბიჯი, დიდი საქმისთვის.
გვიკავშირდებიან ადამიანები საქართელოს სხვადასხვა რეგიონებიდან, გვწერენ ემიგრანტები და გვთავაზობენ დახმარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ახალგაზრდებს კი მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ ამ კეთილ საქმეში.
მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია და ჩვენ მომავალშიც ხშირად მოვახერხებთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას"
, - განაცხადა ორგანიზატორმა დემეტრე თათეშვილმა.
| Print |