საზოგადოება
ახალციხეში ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარეს
სამცხე -ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში - ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ქუჩები სპეც.ტექნიკის დახმარებით სპეციალური ხსნარით მოირეცხა.

სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ჩატარდა ახალციხის ბაზარში. მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, დეზინფექცია მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. რაც შეეხება ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტს, რომელიც ახალციხის გასასვლელებში განთავსდა, დღის განმავლობაში 2 500-მდე ადამიანი მოწმდება. რეგიონში, ასევე შემცირებულია თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა.

| Print |