საზოგადოება
სომხური თემი სასაფლაოზე შეცვლილი წესით გავიდა
სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები დღეს საფლავზე გავიდნენ, თუმცა შეცვლილი ტრადიციით.

ახალციხეში მცხოვრები სომხური თემს კორონავირუსის პანდემიის გამო, წინაპრებისთვის აღდგომის დღესასწაულის მილოცვა სიმბოლურად მოუწიათ.

საფლავზე პასკა, კვერცხი და სანთელი გაიტანეს, მაგრამ რიტუალი მოსახლეობის შემცირებული რაოდენობით და საფლავზე გაშლილი სუფრის გარეშე ჩატარდა.

სასაფლაოს შესასვლელთან ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა.

| Print |