საზოგადოება
,,შვილმკვდარი დედა ვარ და დღეს სასაფლაოზე არ წავედი" - ნინო მახათაძე
აღდგომის მეორე დღეს ქართული ტრადიციით, მაცხოვრებლები საფლავებზე გადიან და მიცვალებულებს პატივს მიაგებენ.

მიუხედავად ამისა, წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო აკრძალვებია დაწესებული.

ქალაქებსა და სოფლებში სასაფლაო დაკეტილია და სასაფლაოების შესასვლელებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პატრულირებენ.

აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

ახალციხეში, აღდგომის დღეებში სასაფლაოს დაკეტვას არაერთგვაროვნად აფასებენ მოქალაქეები.

| Print |