საზოგადოება
ახალციხეში სასაფლაოს ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს

 

ახალციხეში, რაბათში არსებული სასაფლაო დაკეტილია. ტერიტორიას შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

დღეს მართლმადიდებლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავენ, თუმცა საფლავებზე გასვლას ვერც ამჯერად შეძლებენ. ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორია 20 აპრილიდან დაკეტილია.

"ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |