საზოგადოება
რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სილამაზის სალონებს
სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი 8 ივ­ნი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ, გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ.

მათ შო­რის, სა­ლო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი ორმეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია, ყვე­ლა სა­ლონს უნდა ჰქონ­დეს უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი, რათა კლი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­უ­ზო­მონ. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ერთ სივ­რცე­ში 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა.

როგორც საქართველოს სალონების ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, სილამაზის სალონები საშუალო რისკის მატარებელ ობიეტებს მიეკუთვნება.

გთავაზობთ იმ წესების ჩამონათვალს, რომელიც გაწერილია მთავრობის დადგენილებაში:
  • უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები;
  • ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები;
  • კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში;
  • ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი;
  • მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი;
  • ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი;
  • ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ;
  • აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება;
  • დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ;
  • სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან;
  • ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.
"ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თქვენთაგანთან კონსტრუქციული წინადადებებით და გვერწმუნეთ, ჩვენი ინტერესები თანმხვედრია",- ნათქვამია საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამუნა შარაშენიძის განცხადებაში.
| Print |