საზოგადოება
წვიმა, სეტყვა და ქარი - საქართველში ამინდი გაუარესდება
6 მაისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტო, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.

“ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალციხეში ათ მაისამდე ყოველ დღე იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 9-16 გრადუსის ფარგლებში იქნება. ათი მაისიდან მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
| Print |