საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გააორმაგეთ შრომა - პრემიერ-მინისტრი

 

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიეწოდება თანაბრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა. 

„თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და შეღავათი, რომელიც წესდება სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, მინდა დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
| Print |