საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხის ბაზარს მეორედ ეწვია

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის ბაზარს ისევ ესტუმრა. ამ წუთებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიას ათვალიერებს.

ახალციხის ბაზრის გახსნას ორშაბათიდან ვარაუდობდნენ, თუმცა ოთხ მაისს ვერ მოხერხდა - მიზეზი ის დარჩენილი რეგულაციებია, რომელიც ადმინისტრაციამ ჯერ ვერ მოაგვარა. ამ დრომდე სავაჭრო ცენტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ნაწილი შეასრულა. შეუსრულებელ რეგულაციად კვლავ რჩება მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ბაზრის გახსნა მოხერხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარჩება მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი, მოწესრიგდება პარკინგი, მყიდველსა და გამყიდველს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი და პერიოდულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 27 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო, ახალციხის სავაჭრო ცენტრი ამ დრომდე მაინც არ გახსნილა. ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე დაუცველი რეგულაციებისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა.

 

| Print |