საზოგადოება
თბილისი, რუსთავი და გარდაბანი ეტაპობრივად გაიხსნება


11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება. საუბარია ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვის მოხსნაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიროგი გახარიამ გააკეთა. მისი განმარტებით, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში. გახარიას თქმით, მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი დრო.

გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება არ შეეხება საკომენდანტო საათს და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების გახსნის შემდეგაც დარჩება.
| Print |