საზოგადოება
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება განახლდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმlით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“,
- განაცხადა გახარიამ.

 

| Print |