საზოგადოება
შეკამათება იყო, ენზელ მკოიანს და პოლიტიკას არ უკავშირდება - ინცინდენტში მონაწილე

 

ახალქალაქში, დეპუტატ მკოიანის ნათესავსა და სოფელ ხოსპიოს მაცხოვრებლებს შორის მომხდარი ინცინდენტის ერთ-ერთი მონაწილე, დაპირისპირების პოლიტიკურ მოტივს უარყოფს. არტაკ ბარიკიანი „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ მხარეები უკვე „მორიგდნენ“.

ბარიკიანსა და მის ნათესავს კონფლიქტი ენზელ მკოიანის ახლობელთან, დეპუტატის ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელთან ჰქონდა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე არარატ ჰამბარიანს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მფარველობს. ჰამბარიანი კიდევ ერთ ინცინდენტშია შემჩნეული, როცა 2018 წელს, არჩევნების დროს მკოიანის მარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სცემეს.

რვა მაისს, ახალქალაქში მომხდარზე შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. თუმცა ბარიკიანი ამბობს, რომ ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.

 


| Print |