დღეს, 10 მაისს თოვლიანი დილა დახვდა მოსახლეობას სამცხე-ჯავხეთის რადენიმე მუნიციპალიტეტში. ადგილობრივები სამთო კურორტ ბაკურიანიდან, ასევე ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან, დათოვლილი გარემოს ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
ამასთან, რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. "თუ გამოიდარა, ამაღამ ხეხილს გაყინავს" - წერენ მოქალაქეები ჯავახეთიდან.
ფოტო: bakuriani.ge
ჯავახეთი. ფოტო რამაზ გოგოლაძე