საზოგადოება
როდის გამოიდარებს ახალციხეში - ამინდის პროგნოზი
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი შენარჩუნდება.

მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14 +16 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში +9 +11, ხლო მაღალ მთაში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11-12 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ტემპერატურა აქაც მოიმატებს და +21 +23 გრადუსი დაფიქსირდება.

13-14 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ გაწვიმდება, იქნება ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. ბარში +18 +20 გრადუსი, მთაში +15 +17 გრადუსია მოსალოდნელი.

17 მაისის ჩათვლით საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. 

რაც შეეხება ახალციხეს - უახლესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ყინვა,  ნალექი და მზიანი ამინდი.

ორშ:   ღამით 0 და დღისით  16;
სამშ:   ღამით 4 და დღისით  20;
ოთხ:  ღამით 6 და დღისით  16;
ხუთ:  ღამით 7 და დღისით  20;
პარ:    ღამით  7 და დღისით  22;
შაბ:    ღამით  7 და დღისით 16;
კვი:   ღამით  8 და დღისით 15.

საბოლოოდ, საქართველოში გამოდარებას 18 მაისიდან უნდა ველოდოთ.
| Print |