საზოგადოება
რა სახის შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

 

ხვალიდან, 11 მაისიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას განაახლებს ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან.

გარდა ამისა, მუშაობას განაახლებს ყველა ღია ტიპის ბაზრობა, აღდგება წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

ხვალიდან ასევე გაიხსნება დედაქალაქი და თბილსში შესვლა-გასვლა თავისუფალი იქნება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესის დაჩქარება. 11 მაისიდან სრულიად გაიხსნება შესვლა-შემოსვლის პროცესი თბილისში, 14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება სავაჭრო მოლებს, სილამაზის სალონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.

 

| Print |