საზოგადოება
ახალციხეში ბლოკპოსტები დაშალეს

 

ახალციხის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საკონტოლო გამშვები პუნქტები აიღეს. კარვები და ინფრასტრუქტურა დღეს, 12 მაისს დაშალეს.

ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე იყო განთავსებული, მეორე კი ბორჯომის მიმართულებით, საბარგო სადგურის დასახლებაში.

გამშვებ პუნქტებზე მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებდნენ. აქ დამონტაჟებულ კარვებში, ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდებოდა.

ახალციხესა და თელავში საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 მარტს მიიღო. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი პუნქტები ამოქმედდა საქართველოს შვიდ ქალაქში.
| Print |