საზოგადოება
მაისში ფესტივალები გვქონდა დაგეგმილი - ახალციხის ციხის დირექტორი

 

ახალციხეში ტურისტების რაოდენობა მხოლოდ სასტუმროებში არ შემცირებულა. ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტს - „ახალციხის ციხეს“, კორონავირუსის პანდემია თებერვლის თვეში დაეტყო. თუ 2019 წლის იანვარში კომპლექსს 2 445 ტურისტი ესტუმრა, 2020 წლის იგივე პერიოდში ეს ციფრი 2 759 იყო.

მკვეთრი კლება შეინიშნება თებერვალში. 2019 წელს ციხეს 2 370 ვიზიტორი ჰყავდა, წელს თებერვალში კი მხოლოდ 1 744 ტურისტი. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპლექსზე ძირითადად პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მთავარ ტურისტულ ობიექტს თითქმის ოთხი თვით მოუწია გაჩერება, ციხის დირექტორი იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალციხის ციხე ვიზიტორების მასპინძლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს. დავით ტაბატაძეს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ტურისტებთან ერთად, ციხე გაუქმებული ღონისძიებების მასპინძლობასაც შეძლებს.

 


| Print |