საზოგადოება
ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

 

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ანუ 23 მაისიდან, კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში. 

22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ანუ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კარანტინის გამო ბევრი ავტომფლობელი, ვისაც სწორედ ამ პერიოდში უწევდათ ტექინსპექტორების გავლა, ვერ ახერხებდა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარებას. 23 მაისიდან ტექინსპექტირების გავლა მათთვისაც სავალდებულო ხდება და ასეთ მძღოლებს 2 თვის ვადა აქვთ იმისათვის, რომ მოემზადონ და ავტომობილს ტექინსპექტირება გაატარონ. 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში. 

როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

2. სამუხრუჭე აღჭურვილობა

3. საჭით მართვის სისტემა

4. ხილვადობა

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება

7. შასი და მისი შემადგენლები

8. სხვა მოწყობილობები

9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)

10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
| Print |