საზოგადოება
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება


დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება - წვიმა ელჭექით, სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით 23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.

რაც შეეხება ახალციხეს - მუნიციპალიტეტეი 30 მაისამდე წვიმაა ნავარაუდევი.ჰაერის ტემპერატურა 10-17 გრადუსის ფარგლებში ფიქსირდება.

| Print |