საზოგადოება
ახალციხეში მოხატული კედლები დააზიანეს

 

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩისა და მეორე საჯარო სკოლის დამაკავშირებელი კიბეების კედლები დაზიანებულია. სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნახატებზე, უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი მზია ინასარიძე წერს და ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

"ერთი სული მქონდა, როდის მოიხატებოდა ბოლომდე კიბეების ასასვლელი, ფოტოები გადამეღო ლამაზ ფერებიან ნახატებთან. დღეს ეს ნახატები გაუნადგურებიათ, უნდა აჩვენო ვინც გააკეთა შეხედოს, რომ ეს არაა ლამაზი და შენი თავის გამოსაჩენად რაიმეს დაზიანება არაა გამოსავალი", - წერს მზია ინასარიძე.

ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კედლები გასული წლის აპრილში მოხატეს, როცა კიბეებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
| Print |