საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ღონისძიებებით არ აღინიშნება

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, მასშტაბური, ტრადიციული ღონისძიებებით არ აღინიშნება. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ თარიღს მოკრძალებულად, დროშების გამოფენით აღნიშნავენ. ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" ახალციხის ციხეზე "მრავალჟამიერს" და რამდენიმე ხალხურ სიმღერას იმღერებს.

თარიღი ყოველ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა.

 

| Print |