საზოგადოება
"სამ მგზავრზე მეტი არ მყოლია" - საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

 

ახალციხის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა დღეს, 29 მაისს განაახლა. სამარშრუტო ტაქსს დღეს რამდენიმე მგზავრი ჰყავდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმოძრავებს. შპს "ტრანსელიტას" ხელმძღვანელის თქმით, მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე იკრძალება ფეხზე დგომა. აუცილებელი პირობაა, რომ ფანჯრები ღია იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აიკრძალა.

| Print |