საზოგადოება
აბასთუმანში, პარაბოლას მთაზე ოქროსა და ურანის საბადოა - ტვპირველის გამოძიება
აბასთუმნის შემოსასვლელი გზის მშენებლობის პროექტი 79 მილიონი ლარი ჯდება. ტყეში გზის გასაყვანად უნიკალური მასივი იჩეხება - ამის მიზეზი ადგილობრივების ვარაუდით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რადგან კურორტიდან დაახლოებით 15 კმ-ში მდებარე პარაბოლას მთაზე ოქროსა და ურანის საბადოა, რომლის შესახებ კვლევა კანადელ მეცნიერებთან ერთად ქართველმა გეოლოგმაც მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ტვპირველმა ჩაატარა.

გამოძიების მიხედვით, კვლევა დასრულდა, მაგრამ მისი გასაჯაროვება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ არის შესაძლებელი. გეოლოგ ავთანდილ ოქროსცვარიძეს პოლიტიკური კონტექსტის გამო კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში ამბობს: 

„ჩვენ გავაკეთეთ, დავადასტურეთ, რომ ოქროს მაღალი კონცენტრაციაა [... ] იქ უნდა იყოს სერიოზული საბადოები სიღრმეში. ახლა არავინ მოიპოვებს, მანდ არ ყოფილა ოქროს წარმოება, მაგრამ ოქროსშემცველი საბადოებია იქ. არამარტო ოქროა, სხვა ელემენტებიც არის“.

პარაბოლას მთაზე, ოქროსა და ურანის საბადოა, სადაც საბჭოთა პერიოდში,  სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ბაზა წინა საუკუნეში დაიხურა და საბადოსთან ახლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის.

ადგილობრივების ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის შემოვლითი გზის გაკეთება სწორედ ამ მიზნით უნდა, რადგან აქ მისვლა ტრანსპორტით გამარტივდება.

„ზემოთ პარაბოლას მხარეს დაათვალიერეს, რაღაც გამოკვლევები ჩაატარეს, გზის გადატანა იმიტომ უნდათ, რომ ოქროს საბადოს ვარიანტია“, - ამბობს ჟურნალისტურ გამოძიებაში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ევროპული საქართველოდან გელა სარაშვილი.

აბასთუმანი ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია კი ევროკავშირის ქვეყნების ზურმუხტის ქსელს ეკუთვნის და ამ მასშტაბის მშენებლობა ევროკომისიასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც არ მოხდა.

ევროპელების დასარწმუნებლად თავდაცვის სამინისტრომ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის მიხედვით, გზა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 9.2 კილომეტრზე კვეთს. პირველი პროექტის მიხედვით, გზას კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვით კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ გეგმა შეიცვალა.


აბასთუმნისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობის პროექტი 79 მილიონი ლარი ჯდება. პროექტი პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა. ტყეში გზის გასაყვანად იჩეხება უნიკალური მასივი. ევროკავშირს ჭირდება მტკიცებულება, რისთვის იჩეხება აბასთუმნის ტყე, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრომ დანარჩენ სამინისტროებთან ოფიციალური მიმოწერა დაიწყო. თავდაცვის საამინისტრროს წერილის მიხედვით, აღნიშნული გზა ომის შემთხვევაში ქართული მხარისთვის აუცილებელია.

,,საჭიროების შემთხვევაში ეს გზა განიხილება პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის. საომარ შემთხვევაში ანუ

ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა თავდაცვის სამინისტროსთვის წარმოადგენს სამხედრო თვალსაზრისით ერთერთ ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას. მეორე წერილში ალტერნატიულის ნაცვლად სტრატეგიული მნიშვნელობის გზა ხდება.

კანადელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც ქართველი გეოლოგიც მონაწილეობდა, ავთანდილ ოქროსცვარიძე ამბობს, რომ აბასთუმნიდან 15 კმ-ში მდებარე პარაბოლას მთაზე, სადაც ახლოს უნდა გაიაროს გზამ, მოიპოვება მაღალი სინჯის ოქრო და ასევე სხვა ძვირფასი ლითონებია. აქამდე აუთვისებელი ოქროს საბადოა.

ოქროსა და ურანის საბადოა პარაბოლას მთაზე, სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ბაზა წინა საუკუნეში დაიხურა და საბადოსთან ახლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის.

გზა პარაბოლას მთაზე გაივლის, სადაც ოქროს საბადოა.

ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჩატარებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც არ არსებობს. კურორტის განვითარების გეგმა ადიგენის საკრებულომ 7 აპრილს მიიღო. პანდემიის მიუხედავად, ადიგენის საკრებულო მაინც შეიკრიბა და აბასთუმნის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.

ევროპული საქართველოს წევრი გელა სარაშვილი ამბობს, რომ განაშენიანების გეგმა ერთი პირის სურვილის მიხედვით დამტკიცდა. სახალხო განხილვა ვერ ჩატარდა, რადგან პანდემია იყო, თუმცა კოვიდ19-მა ხელი ვერ შეუშალა საკრებულოს სხდომის ჩატარებას.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია ევროკავშირის ქვეყნების ზურმუხტის ქსელს ეკუთვნის და ამ მასშტაბის მშენებლობა ვენის კონვენციასთან და ევროკომისიასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც არ მოხდა.

აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობა

ზურმუხტის ქსელის წევრია ბორჯომ-ხარაგაულის ხე-ტყე, რომელიც უნდა გაიჩეხოს. მეფის რუსეთის შემდეგ არ შეხებია ამ ხე-ტყეს არავინ. იმ უნიკალური ჯიშის ცხოველებსაც ემუქრებათ გადაშენება, რომელიც არსებული კლიმატის გამო მხოლოდ აქ ცხოვრობენ.

| Print |