საზოგადოება
31 მაისი - მსოფლიო დღე ,,თამბაქოს გარეშე"
ყოველი წლის 31 მაისს, დედამიწა აღნიშნავს მსოფლიო დღეს "თამბაქოს გარეშე". ძირითადად აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე კეთდება. ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი, თამბაქოს მოხმარების შემცირებაა.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, არადა მისი პრევენცია შესაძლებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის მიმდინარეობის დროს განაცხადა:

,,აუცილებელია ძალიან ძლიერი, მუდმივი საინფორმაციო კამპანია, რომ, მოსახლეობაში დამკვიდრდეს კულტურა, რომ თამბაქო გახლავთ ძალიან მავნე, ის იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, რომ ავიცილოთ თამბაქოს მოწევის დაწყება, ანუ ახალგაზრდებზე მეტი ორიენტაცია და ამკრძალავი ღონისძიებებია საჭირო, რომელიც დაადასტურა საერთაშორისო გამოცდილებამ, იქ ერთერთი მთავარი სწორედ მასობრივი, საგანმანათლებლო და პარალელურად ამკრძალავი ღონისძიებები მიმდინარეობს.

თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“
, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |